როგორ მუშაობენ სახელისუფლებო ტროლები მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ

12:09 / 26-02-2019 "მე­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ფონდმა" (MDF) ვრცე­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში "თი­ბი­სი ბან­კის" და მისი დამ­ფუძ­ნებ­ლის, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ და­წყე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის მიზ­ნით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

MDF-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "თი­ბი­სი ბან­კის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მა­დის­კრე­დი­ტი­რე­ბე­ლი პოს­ტე­ბი "ფე­ის­ბუკ­ზე" სამ ტალ­ღად გა­მოჩ­ნდა:

1. პირ­ვე­ლი ტალ­ღა 2019 წლის 9 იან­ვარს და­ი­წყო, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ნა­ცხა­და, რომ თი­ბი­სი ბანკთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის, ე.წ. ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

2. მე­ო­რე ტალ­ღა უკავ­შირ­დე­ბა 2019 წლის 14 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მო­თხოვ­ნას, რომ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე­სა და მის მო­ად­გი­ლეს ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეს თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ.

3. მე­სა­მე ტალ­ღა 2019 წლის 21 თე­ბერ­ვალს და­ი­წყო, რო­დე­საც მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ ბან­კის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­დან წას­ვლის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და.

მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და რამ­დე­ნი­მე ტენ­დენ­ცია. გა­ირ­კვა რომ, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ კამ­პა­ნი­ა­ში ჩარ­თუ­ლი 9 გვერ­დი­დან - რვა 2018 წელ­საა შექ­მნი­ლი. აღ­ნიშ­ნულ გვერ­დებ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ხა­ზა­რა­ძის მა­დის­კრე­დი­ტი­რე­ბე­ლი პოს­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა მემე/კა­რი­კა­ტუ­რაა.

ამას­თან, 9-დან ოთხი გვერ­დის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი ფე­ის­ბუკ მომ­ხმა­რე­ბე­ლი "ავ­თან­დილ კე­რე­სე­ლი­ძეა", რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად ტრო­ლია და ერე­ვან­ში მცხოვ­რე­ბი Karo Manukyan-ის პრო­ფილ­ზე გან­თავ­სე­ბულ ფო­ტო­ებს იყე­ნებს. ის "ფე­ის­ბუკ­ში" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭერ გზავ­ნი­ლებს ავ­რცე­ლებს;

მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად გა­ირ­კვა რომ, "ავ­თან­დილ კე­რე­სე­ლი­ძე" პრო-სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ტრო­ლია და ძი­რი­თა­დად კახა კა­ლა­ძის, მა­მუ­კა ბახ­ტა­ძი­სა და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მხარ­დამ­ჭერ პოს­ტებს პი­რა­დი პრო­ფი­ლის, მის მიერ შექ­მნი­ლი გვერ­დე­ბი­სა და ჯგუ­ფე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ავ­რცე­ლებს.

ამას­თან, "ავ­თან­დილ კე­რე­სე­ლი­ძის" მარ­თუ­ლი გვერ­დე­ბის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტე­ბის ქვეშ, რომ­ლე­ბიც ხა­ზა­რა­ძის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი, კო­მენ­ტა­რებს ერთი და იგი­ვე ყალ­ბი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ტო­ვებ­დნენ;

მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და 9 გვერ­დი, რომ­ლე­ბიც მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ მა­დის­კრე­დი­ტი­რე­ბე­ლი ში­ნა­არ­სის პოს­ტებს სის­ტე­მა­ტუ­რად ავ­რცე­ლებ­დნენ. ეს გვერ­დე­ბია:

  • ორი გვარ­მი უნ­დათ
  • იყა­ვი და გა­გე­კე­თე
  • ­ბი­ნაპო­ლი­ტი­კუ­რი სა­ნაგ­ვე
  • კაი გვერ­დი
  • ჩვენ­თვის არა­ვი­ნაა
  • პო­ლი­ტი­კუ­რი იუ­მო­რი
  • მოვ­კვდე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის
  • სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა - ხალ­ხის ხმას
  • ტოკ­ჰოლ­მის სინ­დრო­მი

Avtandil Kereselidze - რე­ა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბა თუ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ტრო­ლი?ავ­თან­დილ კე­რე­სე­ლი­ძის ფე­ის­ბუქ ან­გა­რი­შის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ ის ყალ­ბი ან­გა­რი­შია და რე­ა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბა არ არის.

კლა­სი­კუ­რი ტრო­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით ავ­თან­დილ კე­რე­სე­ლი­ძის პრო­ფი­ლი არა­ერთ პი­რად ფო­ტოს მო­ი­ცავს, რაც ქმნის გან­ცდას, რომ ის რე­ა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბაა. მისი თა­იმ­ლა­ი­ნი­დან ჩანს აქ­ტი­ვო­ბე­ბი და მისი პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბი, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად ე.წ. ჩექ-ინე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში, პოს­ტე­ბი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ. მისი ფო­ტო­ებს ასე­ვე ახ­ლავს აღ­წე­რე­ბი. ერთ-ერთი ფო­ტო­ზე, რო­მე­ლიც კე­რე­სე­ლი­ძეს პი­რად ფო­ტო­ებ­ში აქვს ატ­ვირ­თუ­ლი, ჩანს წარ­წე­რა Schüco, რაც ფან­ჯრე­ბი­სა და კა­რე­ბის სის­ტე­მე­ბის გერ­მა­ნულ კომ­პა­ნი­ას წარ­მო­ად­გენს. იხილეთ სრულად