როგორია სასტუმროს საშუალო ფასები საქართველოში

2019 წლის იანვარში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 124 ლარი, ხოლო 4-ვარსკვლავიანის საშუალო ფასმა 225 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ორგანიზაცია PMCG-ის კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი საშუალო ფასი რეგიონებს შორის მცხეთა-მთიანეთში - 200 ლარი, ხოლო 4-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის კი, მცხეთა-მთიანეთში - 324 ლარი დაფიქსირდა.

რაც შეეხება 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასს, იანვარში 481 ლარი შეადგინა.

„თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 600 ლარი შეადგინა, აჭარაში - 480 ლარი, სამცხე-ჯავახეთში - 385 ლარი, ხოლო კახეთში - 285 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა იანვარში 69 ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალი ფასი საოჯახო ტიპის სასტუმროებში გურიაში - 109 ლარი დაფიქსირდა“,- ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.

ნინი ქეთელაური
„სოფლის სასტუმროები“ რაჭაში - საქართველო, როგორც ახალი, ეგზოტიკური ტურისტული მიმართულება
როგორია სასტუმროს ფასები საქართველოში