"Lufthansa" ფრენებს აღმოსავლეთ უკრაინის გვერდის ავლით განახორციელებს

გერმანული ავიაკომპანია "Lufthansa"-ს განცხადებით, მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო აპირებს, რეისები აღმოსავლეთ უკრაინის გავლით აღარ განახორციელოს.

ამის შესახებ "რია ნოვოსტის" კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს.

"შემდგომი განკარგულების მიღებამდე "Lufthansa" ფრენებს განახორციელებს აღმოსავლეთ უკრაინის საჰაერო სივრცის გვერდის ავლით", – განმარტეს კომპანიის პრესსამსახურში.

დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში გუშინ საღამოს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 777" ჩამოვარდა, რომლის ბორტზე მყოფი 280-ვე მგზავრი და ეკიპაჟის 15-ვე წევრი დაიღუპა. ავიალაინერი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა და 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა.