კომერციულ ბანკებში $1 დოლარი 2,73 ლარად ივაჭრება

ეროვნული ვალუტა დღეს რამდენიმე პუნქტით დაეცა. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი 2,69 ლარად ივაჭრება. საქართველოს კომერციულ ბანკებში კი ერთი ამერიკული ვალუტა უკვე 2,73 ლარი ღირს.

უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებგვერდზე აქვთ განთავსებული, მონაცემები დღის განმავლობაში საკმაოდ სწრაფად იცვლება.

ამ დროის მდგომარეობით, „საქართველოს ბანკში" ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.73 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.66 ლარად. „თიბისი ბანკის" ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.73 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა - 2.65 ლარად.

რაც შეეხება "ქართუ ბანკს", 1 დოლარის შეძენა 2.7250 ლარადაა შესაძლებელი, გაყიდვა - 2.67 ლარად. ეროვნული ბანკის მიერ 27 თებერვლისთვის დადგენილი ოფიციალური კურსით, დღეს ერთი დოლარის ღირებულება 2.6770 ლარს შეადგენს. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0427 ლარია.