იხდიან თუ არა მდიდარი ადამიანები საშემოსავლო გადასახადს? მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ ამერიკელმა ბიზმესმენმა ბილ გეიტსმა 10 მილიარდი დოლარის ოდენობის საშემოსავლო გადასახადი გადაიხადა, განაცხადა, რომ შესაძლოა, მომავალში მისი გადასახადი უფრო მეტიც კი იყოს.
მაშინ, როცა Reddit-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გეიტსს ჰკითხა, როგორ უნდა იხდიდეს ის გადასახადებს, Microsoft-ის დამფუძნებელმა უპასუხა: „ვფიქრობ, რომ ჩვენს სისტემას შეუძლია უფრო პროგრესული იყოს, ეს გულისხმობს იმას, რომ მდიდარ ადამიანს შეუძლია უფრო მეტი საშემოსავლო გადასახადი გადაიხადოს.
ამ ყველაფრის მთავარი ელემენტი კი ის არის, რომ კაპიტალის ზრდასთან ერთად უნდა იზრდებოდეს საშემოსავლო გადასახადიც, ასევე უნდა გაიზარდოს გადასახადი უძრავ ქონებაზე, როგორც ეს ადრე იყო. ევროპული ქვეყნები გაცილებით უფრო მეტ საშემოსავლო გადასახადს კრეფენ, ეს ყველაფერი ხდება სამომხმარებლო გადასახადის ხარჯზე, რომლებიც არ არის პროგრესული“, - დაწერა ბიზმესმენმა.
„ხალხს თუ სურს, რომ მთავრობამ მათთვის უფრო მეტი გააკეთოს, მაშინ ისინი უნდა დაფინანსდნენ. ვხედავ, რომ ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ მომსახურება ჯანდაცვასა და განათლების სისტემაში. ასე რომ, დიახ, მე გადავიხადე $10 მილიარდი, თუმცა კაპიტალის ზრდასთან ერთად უფრო მეტი უნდა გადამეხადა“, - თქვა გეიტსმა.
ბილ გეიტსის ეს განცხადება ვერ აღიქმება თანხმობად იმ წინადადებაზე, რომელიც ამერიკელმა სამოქალაქო აქტივისტმა და დემოკრატიული პარტიის წევრმა ალექსანდრია ოსაკიო-კორტესმა გააკეთა, ეს კი გულისხმობდა 70%-იან საშემოსავლო გადასახადს 10 მილიონი დოლარის დამატებით შემოსავალზე, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გეიტსის კომპანიები იმ სიაში შედის, რომლებიც საკმაოდ დიდი რაოდენობის საშემოსავლო გადასახადს იხდიან.
თარგმნა ეკა გადახაბაძემ