ქუთაისში მყოფმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბედ რუდმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
“ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, მისი ეკონომიკური განვითარებისთვის როგორც სავაჭრო, ლიჯისტიკური და ბიზნესცენტრისათვის, ისე ეს პროექტი მნიშვნელოვანია აშშ-სთვის, რადგან მასში ჩართულია ბევრი ამერიკული კომპანია. მნიშვნელოვანი პროექტია და იმედი მაქვს, გაგრძელდება ეს პროექტი," - განუცხადა ელიზაბედ რუდმა ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, აშშ-ს საელჩო დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს „თიბისი ბანკის“ ირგვლივ მიმდინარე პროცესებს.
„რა თქმა უნდა, იმას, თუ როგორ გადაწყდება აღნიშნული საკითხი, შეიძლება ჰქონდეს დიდი მნიშვნელობა და ფართო გავლენა ზოგადად, საინვესტიციო და ბიზნესკლიმატზე საქართველოში“, - განაცხადა ელიზაბედ რუდმა.