რა ზარალი მიადგა სოფლის მეურნეობას, მიწის გასხვისებაზე მორატორიუმით

პარლამენტში დღეს „სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს.

მიწის საკუთრებასთან დაკავშრებით დაგეგმილ ცვლილებებზე აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, პრობლემა ამ მიმართულებით ნამდვილად არის, რომელიც მათ შორის, მიწის გასხვისებაზე გამოცხადებულმა მორატორიუმმა გამოიწვია.

„პრობლემა მათ შორის მორატორიუმმა განაპირობა, რადგან შეზღუდვები დაწესდა ფინანსურ ინსტიტუტებზე მათ შორის განკარგვის ნაწილში. ორი თვის წინანდელი მონაცემებით, გაჩერებული იყო 1 579 ტრანზაქცია და შედეგად, დაახლოებით, 200 მილიონი ლარი არ შევიდა სოფლის მეურნეონის დაფინანსებაში,“-აღნიშნა დანელიამ.

თაია არდოტელი