რომელმა ქვეყნებმა ისარგებლეს ევროთი და რომლები დაზარალდნენ?

ევროს, როგორც ფულადი საშუალების შექმნიდან 20 წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით, ევროპული პოლიტიკის ცენტრმა ჩაატარა კვლევა, თუ რომელმა ქვეყნებმა ისარგებლეს ამ ვალუტით და რომლები დაზარალდნენ.

კვლევის მიხედვით, აღმოჩნდა რომ ევროპულმა ვალუტამ გამოიწვია როგორც აღმასვლები, ასევე დაღმასვლები. კერძოდ, ევროზონის ქვეყნებს შორის მონეტარული ცვლილებით ყველაზე მეტი სარგებელი 1,9 ტრილიონი ევროს ოდენობით გერმანიამ მიიღო. მას მოჰყვება ნიდერლანდები 346 მილიარდი ევროთი.

თუმცა, არიან ევროპის ქვეყნები, რომელთათვისაც ევროს შემოღებას დადებითი შედეგები არ მოუტანია. უფრო კონკრეტულად, ევრომ იტალია 4,3 ტრილიონი ევროთი დააზარალა, საფრანგეთმა კი 3,6 მილიარდი ევრო იზარალა.