ავთო წერეთელი არის ძალიან სანდო და მნიშვნელოვნი ბიზნესმენი, - ამის შესახებ „თიბისი“ ბანკის თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ პროკურატურის განცხადების პასუხად აღნიშნა. კერძოდ, საგამოძიებო უწყება აცხადებს, რომ მიუხედავად „სამგორი თრეიდსა“ და „სამგორი ემ“-ზე გაცემულ სესხებზე მინიჭებული უიმედო კლასიფიკაციისა, „თიბისი ბანკი“ განაგრძობდა ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის ხსენებული კომპანიების დაკრედიტებას და მათზე სხვა საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე სესხების გაცემას.
ბადრი ჯაფარიძი თქმით, ზემოთ ხსენებული კომპანიების მფლობელს ავთო წერეთელს ბევრი კომპანია აქვს და ის საიმედო ბიზნესმენია. „ავთანდილ წერეთელი არის ცნობილი ბიზნესმენი, მას აქვს ბევრი ბიზნესი და ბევრი სესხი აუღია არა მარტო ჩვენი ბანკიდან, არამედ უამრავი სხვა ბანკიდან. არასანდოდ ვინ მიიჩნევს?! პროკურატურის განცხადების საფუძველზე მე ნუ მისვამთ კითხვებს. წერეთელს აქვს ბევრი კომპანია, ზოგი არის წარმატებული, ზოგი - არა. ავთო წერეთელი არის ძალიან სანდო და მნიშვნელოვნი ბიზნესმენი“, - განუცხადა ჟურნალისტებს ბადრი ჯაფარიძემ.