თბილისის მერია სასწრაფო დახმარების 80 ახალი მანქანის შეძენას გეგმავს, რომელიც არსებულ ძველს ჩაანაცვლებს - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საკრებულოს წევრმა გიორგი დოხტურიშვილმა განუცხადა.
დეპუტატის თქმით, აღნიშნულისთვის ბიუჯეტიდან 7 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
„ზოგადად ამის საჭიროება იყო. განსაკუთრებით ვირუსების პერიოდში დავინახეთ საჭიროება სასწრაფოს მანქანების დამატების. მათი შეძენის შემდეგ სერვისი, რომელიც თბილისელებს მიეწოდებათ, კიდევ უფრო გაუმჯობესდება, შემცირდება მოლოდინის დრო. აღნიშნულისთვის 7 მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯება. ტენდერი გამოცხადდება და ავტომანქანები წლის ბოლომდე იქნება შემოყვანილი", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს" გიორგი დოხტურიშვილმა.