ლიბერთი-ქართუს გარიგება, აქციონერების ინფორმაციით, ამ წლის პირველ ნახევარში უნდა დასრულდეს. ირაკლი რუხაძის თქმით, შესყიდვის სქემა სებ-ს უკვე გააცნეს.
თუმცა ოფიციალურად ჯერ არ მიუმართავთ, - ამის შესახებ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ გვითხრა.
რუხაძის კომპანიამ ლიბერთის საკონტროლო პაკეტი 2017 წლის შემოდგომაზე შეიძინა. 75%-მდე თანაბარ წილებს კოროტკოვ-კოგონოვიჩი, იშმურატოვი და აბდუოვის ფლობდნენ. ლადო გურგენიძის წილი 4.7% იყო. ახალმა მფლობელმა გამსხვილებაზე რამდენჯერმე განაცხადა.
ბოლოს, დეკემბერში, როცა ქართუს ყიდვის დოკუმენტაციის ხელმოსაწერად მზადებაზე აღნიშნა, მას შემდეგ ლიბერთი ბანკში მხოლოდ 2 ცვლილება აღინიშნა- საბჭოში ირაკლი მანაგაძის შესვლა და მისი გამოსვლა.
ბანკებისთვის დამოუკიდებელი წევრების შეყვანის რეკომენდაციას, მართვის ოპტიმიზაციისთვის ზედამხედველი გასცემს.
წყარო:gbc