ჩინეთში ავტომობილების გაყიდვებმა იკლო - შევა თუ არა ინდოეთი მხოფლიო ავტობაზრის სამეულში

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ჩინეთი მსოფლიოში ავტომობილების ყველაზე დიდ ბაზარს წარმოადგენდა. yiche.com - ის ინფორმაციით, მხოლოდ 2017 წელს მანქანების გაყიდვამ აქ 28 მილიონ ერთეულს მიაღწია, თუმცა უკვე შემდეგ წელს მანქანების გაყიდვებმა 5,8%-ით იკლო და 22,4 მილიონი შეადგინა.

ავტომწარმოებლების ასოციაციის ინფორმაციით, მანქანების გაყიდვა წინა წელთან შედარებით 15,8 პროცენტით შემცირდა, შესაბამისად, იანვარში გაყიდული ავტომობილების რაოდენობამ 2,37 მილიონი შეადგინა.

ეკონომიკური ზრდის შეფერხებამ, მომხმარებლებში ნდონის შემცირებამ და მზარდმა სავაჭრო დაძაბულობამ, საბოლოო ჯამში, მოთხოვნა დააზარალა, რაც იმაში გამოიხატა, რომ ჩინელები სულ უფრო ნაკლებ ავტომობილს ყიდულობენ.

ავტომობილების მსოფლიოს წამყვან ბაზრობებზე მოთხოვნის შემცირების გამო, როგორც ჩანს, მანქანის მწარმოებლებს წინ რთული გზგა ელით.

უკანასკნელ წლებში საავტომობილო ტრანსნაციონალური კომპანიებმა გლობალური გაყიდვების გაზრდის მიზნით იმედები ჩინეთის გიგანტურ ავტობაზრობაზე დაამყარეს. მაგალითად, Volkswagen თავისი ავტომობილების დაახლოებით 40%-ს ჩინელ მომხმარებლებზე ყიდის, ეს აზიური ქვეყანა ყველაზე დიდი გასაღების ბაზარია General Motors-ისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილებზე მოთხოვნამ მკვეთრად იკლო, ზოგიერთი ავტომწარმოებელი არსებულ მდგომარეობას თავს უფრო უკეთ ართმევს, ვიდრე დანარჩენები. განსხვავება შეიმჩნევა რეგიონების მიხედვითაც, მოთხოვნა უფრო მეტად შემცირებულია პატარა ქალაქებში მაშინ, როდესაც გაზრდილია სანაპირო ზოლებში.

macquarie group-ის აზიური ავტომობილების კვლევის ხელმძღვანელის ჯანეტ ლევისის განმარტებით, მოთხოვნა ყველაზე მეტად იმ მომხმარებლებში შემცირდა, რომლებიც ავტომობილს პირველად ყიდულობენ მაშინ, როდესაც ავტომობილის ახლით ჩანაცვლების მსურველების რაოდენობა ჯერ კიდევ მაღალია, ეს კი ექსპერტის განმარტებით, ხელს აძლევს გერმანელ და იაპონელ ავტომწარმოებლებს, რადგან მანქანის ჩანაცვლების მსურველები სწორედ ამ ქვეყნების მიერ წარმოებულ ბრენდებს ანიჭებენ უპირატესობას. სწორედ ამიტომ ახერხებენ ეს ბრენდება ზრდის დემონსტრირებას, მაშინ როდესაც ზოგადად ბაზარზე მოთხოვნა იკლებს.

ბრენდის დაბალი ღირებულების მქონე უცხოელმა ავტომწარმოებლებმა ჩინეთის ბაზრის წილი უფრო ძლიერ ადგილობრივ ბრენდებს დაუთმეს. ავტომობილების წარმოების პროცესში ტექნოლოგუიურმა წინსვლამ ელექტრომობილებისა და ჰიბრიუდული ავტომობილების გამოჩენამ მომხმარებლებში ავტომობილების გამოყენებისადმი დამოკიდებულება შეცვალა. ტრადიციულ ავტომწარმოებლები სულ უფრო ხშირად ხვდებიან კონკურენტულ გარემოში, იმ გიგანტური ავტომწარმოებლების წყალობით, რომლებიც საავტომობილო ბაზარზე თანდათანობით ჩნდებიან.

ექსპერტების ნაწილი იმედოვნებს, რომ მზარდი ეკონომიკისა და დიდი საავტომობილო ბაზრობის მქონე ინდოეთს გლობალური ავტომწარმოებლებისთვის შეღავათის მიცემა შეუიძლია. მართლაც ინდოეთის საავტომობიო ბაზარი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწარაფდ მზარდია . ინდოეთის ავტომობილების მწარმოებელთა საზოგადოების მიხედვით, ქვეყენაში როგორც მგზავრთა გადაყვანისთვის განკუთვნილი ასევე მსუბუქი ავტომობილების გაყიდვამ 2017-2018 წლებში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 4,01 მილიონი შეადგინა, რაც დაახლოებით 10%-იან მატებას შეადგენს. პროგნოზების მიხედვით, 2020 წლისთვის ქვეყანამ გაყიდვების თვალსაზრისით შესაძლოა, იაპონიას გაასწროს და ჩინეთისა და ამერიკის შემდეგ მესამე ადგილის დაკავება შეძლოს. ბევრი ავტომწარმოებელი უკვე მიიჩნევს, რომ ინდოეთს ზრდის საუკეთესო პოტენციალი აქვს მომავალი ათწლეულის განმავლობაში.

ექსპერტების შეფასებით, მაკროეკონომიკური და დემოგრაფიული ტენდენციებიდან, სწრაფად მზარდი ურბანიზაციიდან, შემოსავლების, ასევე ქალებისა და ახალგაზრდების შრომითი ჩართულობიდან გამომდინარე, ავტომობილებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება. ამის მიუხედავდ ლევისი აღიშნავს, რომ ინდოეთში გაცილებით სუსტი ბაზაა ავტომობილების ბაზრის განვითარებისთვის, ვიდრე ეს ჩინეთში იყო, ამიტომ ინდოეთის ბაზარი იმხელა შვებას ვერ მისცემს გლობალურ ავტომწარმოებლებს, როგორც ეს მათ ჩინეთში მოთხოვნის შესუსტების შემდეგ სჭირდებათ.

ავტორი - სალომე აბულაშვილი