თბილისის მერიის ინფორმაციით, კოტე აფხაზის ქუჩაზე, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის ამოქმედებამდე, ტაქსებისთვის უფასო დგომის ადგილები განისაზღვრება.
თბილისში ტაქსებისთვის გამოყოფილი უფასო საპარკინგე ადგილების რაოდენობამ 340-ს მიაღწია. თბილისის მერია ახალი ადგილების შერჩევის პროცესში ამ სფეროში დასაქმებულთა და მგზავრთა მოთხოვნებს ითვალისწინებს.
ტაქსებისთვის პარკირების ადგილების გამოყოფა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. მათი განლაგების სქემის ხილვა შესაძლებელია ვებგვერდზე: http://maps.tbilisi.gov.ge მოქალაქეებს შეუძლიათ ახალი ადგილები მოითხოვონ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ფეისბუქ გვერდზე.