1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6706 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6706 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6706 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6736 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0030 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0274 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0415 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0141 ლარი შეადგინა.