მე წერილებს არ ვწერ, სათქმელს პირდაპირ ვეუბნები პირში ყველას, მათ შორის იმ ხალხს, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მინისტრმა უპასუხა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო.
„ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების. მე წერილებს არ ვწერ, სათქმელს პირდაპირ ვეუბნები, პირში ყველას, მათ შორის იმ ხალხს, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს“, - განაცხადა გახარიამ.