1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6749 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6749 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6706 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0043 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0296 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0274 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0022 ლარი შეადგინა.