სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.3 პროცენტი შეადგინა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ კონკრეტულ რომელ პროდუქტებზე გაიზარდა საფასური გასულ თვეში. „საქსტატის“ ცნობით, ტოპ 5 პროდუქტის ჩამონათვალი, რომელიც წინა წლის თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით, ყველაზე მეტად გაძვირდა, ასე გამოიყურება:
გასულ თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე გაძვირებული პროდუქტების ათეულში ხვდება - იმპორტული წარმოების ფილტრიანი სიგარეტი - 30,21%-ით არის გაძვირებული; ხახვი - 26,43%-ით; პომიდორი - 22,9%-ით მოიმატა ფასებმა; ხოლო შებოლილი თევზი - 18,13%-ით არის გაძვირებული.