გიორგი ქობულია უარყოფს ინფორმაციას, რომ ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს

ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საკადრო ცვლილებებს და მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

როგორც ქობალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის მუშაობას აგრძელებს.

„როგორც ხედავთ, აქ ვარ, მუშაობას ვაგრძელებ. მე ამ ქვეყნის საქმეს ვემსახურები. ვვარაუდობ, რომ შესაძლებელია ეს ვიღაცას არ მოეწონოს, ზუსტად იმ ხალხს, ვინც ამ ჭორებს ყრის. მე სამუშაოს და მართალი საქმის სამსახურს გავაგრძელებ მანამდე, ვიდრე აქ ვარ“, - განაცხადა ქობულიამ.