ჟურნალ „ფორბსის“ 2019 წლის მილიარდერთა რეიტინგში ბიძინა ივანიშვილის ქონება 4,9 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.
აღნიშნული რეიტინგის მიხედვით, იგი 365-ე ადგილზეა მსოფლიოს მილიარდერებს შორის. გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით ბიძინა ივანიშვილის ქონება 300 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ბიძინა ივანიშვილს ჟურნალ „ფორბსის“ რეიტინგში 456-ე ადგილი ეკავა.
აღსანიშნავია, რომ „ფორბსის“ 2019 წლის რეიტინგში პირველ ადგილზე 131 მილიარდი აშშ დოლარით კომპანია „ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია.