გასულ წელს მსოფლიოში 86,01 მილიონი ახალი ავტომობილი გაიყიდა

2018 წელს მსოფლიო საავტომობილო ბაზარმა პირველად 2009 წლის შემდეგ კლება განიცადა.

კლებას მსოფლიოს ანალიტიკოსები ორ უმსხვილეს ბაზარს შორის დაძაბულ სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობას უკავშირებენ. კლების გარდა, ჩინეთის ბაზარზე გაურკვევლობამ თავისი შედეგი დაატყო ევროპის ბაზარსაც, რომელიც, როგორც ბრექსითის, ასევე სხვადასხვა გარემოსდაცვით რეგულაციებთანაა დაკავშირებული.

2018 წელი გამორჩეული იყო ინდოეთის პოზიციების გაძლიერებითაც, რომელიც გახდა მეოთხე საავტომობილო ბაზარი მსოფლიოში და გადაასწრო გერმანიას. წინასწარი პროგნოზით, ინდოეთის ბაზრის ზრდა გაგრძელდება და 2021 წლისთვის მას შეუძლია მესამე უსმხვილესი ბაზარი გახდეს აშშ–სა და ჩინეთის შემდეგ.

წინსვლა ფიქსირდება რუსეთშიც, რომელმაც სამხრეთ კორეას აჯობა, ხოლო არგენტინამ – თურქეთს.

ცალკეულ ბაზრებს შორის ლიდერობა შეინარჩუნა ჩინეთმა, სადაც 2019 წელს 28,08 მილიონი ავტომობილი გაიყიდა. მეორე ადგილზე იყო ევროკავშირი 17,7 მილიონით, ხოლო მესამეზე – აშშ 17,3 მილიონით. ლათინურმა ამერიკამ გადაასწრო იაპონიის ბაზარს - 5,6 და 5,2 მილიონით.

რაც შეეხება კატეგორიებს, ყველაზე მოთხოვნადი იყო კიდევ ერთხელ SUV სეგმენტი, თუმცა ზრდის მიხედვით მან მხოლოდ ერთნიშნა პროცენტული ზრდა აჩვენა. 2018 წელს რეკორდულად მაღალი – 29,77 მილიონი SUV გაიყიდა, რაც 7%-ით მეტია 2017 წლის მონაცემზე.

რაც შეეხება სუბ სეგმენტებს, ზრდა დაფიქსირდა ყველა კატეგორიაში, თუმცა ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა კომპაქტური SUV-ის კლასი 12,3 მილიონით, შემდეგ მოდის საშუალო ზომის მანქანები 7,2 მილიონით, 6,6 მილიონი პატარა ზომის ქროსოვერებზეა, ხოლო დიდი ზომის SUV-ზე მოდის 3,7 მილიონი. იხილეთ სრულად