სახელმწიფო სტრუქტურებს სატელეფონო მომსახურება შესაძლოა, „ბილაინმა“ გაუწიოს

სახელმწიფო სტრუქტურებს სატელეფონო მომსახურება შესაძლოა, „ბილაინმა“ გაუწიოს.

სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება უკვე დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი შპს „ვიონი საქართველო“ (ბილაინი) მონაწილეობდა. შესაბამისად, სატენდერო კომისიის მიერ მისი წარდგენილი დოკუმენტაციის დადებითად შეფასების შემთხვევაში საბიუჯეტო ორგანიზაციებს სატელეკომუნიკაციო მომსახურებას სწორედ „ბილაინი“ გაუწევს.

შეგახსენებთ, რომ ტენდერი 1-ელ მარტს გამოცხადდა. წინადადებების მიღება კი 6 მარტს დასრულდა. ცნობისთვის, სატენდერო წინადადება 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს.

ცნობისთვის, გასულ წელს გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერშიც თავდაპირველად მხოლოდ შპს „ვიონი საქართველო“ მონაწილეობდა. მაგრამ მხოლოდ ერთი პრეტენდენტის მონაწილეობის გამო სატენდერო კომისიამ ტენდერი შეწყვიტა და სატელეკომუნიკაციო მომსახურების შესყიდვა თავიდან გამოცხადდა. საბოლოოდ, გასულ წელს ტენდერში სამმა კომპანია მიიღო მონაწილეობა და სამივე გამარჯვებულად გამოცხადდა. ეს კომპანიები იყო: „მაგთი“, „ჯეოსელი“ და „ვიონი საქართველო“.

თაია არდოტელი