საფრანგეთი ინტერნეტ გიგანტების დაბეგვრას გეგმავს

საფრანგეთის ხელისუფლებას სურვილი აქვს შემოიტანოს გადასახადი, რომლითაც ინტერნეტ კომპანიებს დაბეგრავს, მათ შორის, მსოფლიო გიგანტებს - Google-ს, Amazon-ს და Facebook-ს. ახალ კანონპროექტში მითითებულია, თუ როგორ დაიბეგრებიან მსოფლიო ციფრული კომპანიები, რომელთა შემოსავლები 750 მილიონი ევროა, მათ შორის, საფრანგეთში მიღებული 25 მილიონის შემოსავლით.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ამ შემოსავლის მქონე კომპანიები უნდა დაიბეგრონ 3%-იანი გადასახადით. აღნიშნული ზომა იქნება დროებითი, სანამ ევროკავშირი არ მიიღებს ერთიან მარეგულირებელ დებულებას. ის შეეხება დაახლოებით 30 მსხვილ ინტერნეტ კომპანიას აშშ-დან, ჩინეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან. ამასთან, გადასახადი შეეხება ერთი ფრანგული წარმომავლობის კომპანიასაც, რომელიც უცხოელებმა შეიძინეს.

უფრო კონკრეტულად, საუბარია ე.წ. „დიდ ოთხეულზე“ — Google, Amazon, Facebook და Apple (GAFA, ასევე Uber, Airbnb, Booking და ფრანგულ Criteo) საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ქვეყნისთვის ამ გზით წლიურმა შემოსავლებმა შესაძლოა, 500 მილიონი ევრო შეადგინოს.

კოკა კვირკველია