Bloomberg-ის პროგნოზით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში აზიაში მილიარდერების რიცხვის ყველაზე სწრაფი ზრდა დაფიქსირდება.
სააგენტოს ინფორმაციით, მილიარდერების რიცხვი აზიაში 2018 -2023 წლებში 27%-ით გაიზრდება და 1003-ს მიაღწევს. ამ რეგიონზე მოვა მსოფლიო მილიარდერების ერთი-მესამედი.
რაც შეხება ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას, ამ პერიოდის განმავლობაში მილიარდერების რიცხვი 17-18%-ით გაიზრდება.
აზიაში ასევე იმ პირთა რაოდენობა გაიზრდება, რომლებსაც კეთილდღეობის უმაღლესი დონე ექნებათ (სუფთა აქტივები 30 მილიონი დოლარი და მეტი). მსოფლიო ლიდერი ზრდის ტემპის მიხედვით კი იქნება ინდოეთი, მას მოჰყვება ფილიპინები და ჩინეთი.