1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6878 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6878 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6810 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0068 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0396 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0298 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0098 ლარი შეადგინა.