სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.3 პროცენტი შეადგინა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ კონკრეტულად რომელ პროდუქტებზე გაიზარდა და შემცირდა საფასური გასულ თვეში. „საქსტატის“ ცნობით, ტოპ 5 პროდუქტის ჩამონათვალი, რომელიც წინა წლის თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით, ყველაზე მეტად გაიაფდა, ასე გამოიყურება:
ვაშლი - 41,62%;
ნიორი - 37,78%;
ქლიავი - 35,43%;
ლიმონი - 29,62%;
ქალის საზაფხულო კაბა - 27,16%.
რაც შეეხება პროდუქტებს, რომლებიც თებერვალში ყველაზე მეტად გაძვირდა, მათი ტოპ-ხუთეული ასე გამოიყურება:
კომბოსტო - 115,81%;
ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი - 41.26%;
მწვანილი - 37,71%;
წიწაკა - 30,91%;
ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი - 30,27%.