ჩემთვის, როგორც ბიზნესომბუდსმენისთვის საინტერესოა ანაკლიის პროექტის გარშემო შექმნილი ვითარება. როგორც საჯარო განცხადებებიდან ისმის ანაკლიის პროექტის შესრულების ვადები და სხვა საკითხები პრობლემური ხდება. თუ პორტის პროექტზე მთავრობის მხრიდან მეტი მხარდაჭერაა საჭირო, მზად ვართ მამუკა ხაზარაძეს ვუშუამდგომლოთ სახელმწიფოსთან, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ანაკლიის პორტის პროექტის გარშემო შექმნილ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
კითხვაზე, არის თუ არა ამ პროცესში ბიზნესზე ზეწოლის ნიშნები, როგორ აფასებს ხაზარაძის განცხადებას მის წინააღმდეგ ორკესტირირებული შეტევისა და მუქარის წერილის შესახებ, ირაკლი ლექვინაძე ამბობს, ბრალდებებზე კითხვებს პროკურატურამ უნდა უპასუხოს.
“შორს ვარ იმ აზრისგან, რომ გიორგი გახარია ან მამუკა ხაზარაძე მსგავი შინაარსის წერილებს წერენ. მძიმე ურთიერთბრალდებებია, რაც საჭიროებს სწრაფ და გამჭვირვალე გამოძიებას და ამაზე პროკურატურამ უნდა იმუშაოს“, - განცხადა ლექვინაძემ.
მისივე თქმით, ასეთ საქმეებს მეტი ინფორმაცია და გამჭვირვალობა სჭირდება საზოგადოებაშიც, ბიზნეს წრეებშიც.
აღნიშნულ ინფორმაციას ბინზესომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.