ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი ქალებს უფასოდ მოემსახურება

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმში ავტოტრანსპორტი ქალებს მთელი დღის განმავლობაში უფასოდ მოემსახურება.

როგორც ბათუმის მერიაში განაცხადეს, ქალაქში 19 მუნიციპალური ხაზია, რომელზეც 100 ავტობუსი მუშაობს.

შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის" გადაწყვეტილებით, ქალთა დღესთან დაკავშირებით, 8 მარტს, მუნიციპალური ტრანსპორტი მთელი დღის განმავლობაში ქალებს უფასოდ მოემსახურება", - აცხადებენ მერიაში.