მიმდინარე წლის იანვარში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით არ შეცვლილა.
კერძოდ, 2019 წლის იანვარში, ისევე როგორც გასული წლის ამავე პერიოდში, გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 2,7 მილიონი ტონა შეადგინა.
სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2018 წელთან შედარებით 0.5 მლნ მგზავრით გაიზარდა. კერძოდ, იანვარში 26,3 მლნ მგზავრის გადაყვანა მოხდა; 2018 წლის იანვარში კი ეს ციფრი 25.8 მლნ იყო.
2019 წლის იანვარში 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, არ შეცვლილა არც საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა და 1.3 მილიონ ტონა შეადგინა.
ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 8,079 ერთეულით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარში 42,664 კონტეინერი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 34,585 კონტეინერი გადამუშავდა.