„ანაკლიის პორტის პროექტში ჩადებული სახელმწიფოს თანხა ამ ეტაპზე არის ნული"

არ ვიცი, კალათბურთი არ მითამაშია, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა ,,თიბისი“ ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ცნობილ ფრაზას, რომ ჩხარტიშვილმა ხაზარაძეს 100:0 მოუგო.

როგორც ხაზარაძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, ქვეყანა ცუდი მიმართულებით მიდის.

„ არ ვიცი, კალათბურთი არ მითამაშია. მოვა დრო და თუ არ იტყვიან, მე ვიტყვი. იმდენ საკითხზე ვილაპარაკე და არაფერზე პასუხი არ მიმიღია. პოლიტიკოსები მაბრალებენ, რომ თურმე რაღაცების გადაფარვას ვცდილობ. რას ნიშნავს გადაფარვა?! მოვყევი ის, რაც გადამხდა და გინდა „ენკი-ბენკი“ დაარქვან, გინდ წერილი თუ სიხარული. ასეთ არასერიოზულ თემებზე სურთ ყურადღების გადატანა. ძალიან ცუდი მიმართულებით მიდიან, ეს ქვეყნისთვის ძალიან ცუდია და ვერაფერს მიაჩუმათებენ. არის ზღვარი, რომლის იქითაც არაფერს დავთმობ: ან დაადგინონ ჩემი ბრალეულობა, ან შეწყვიტონ საქმე. ამ ყველაფერმა სერიოზულად დააზიანა ქვეყნის იმიჯი. ამაზე იფიქრონ და არა იმაზე, რომელიღაც შეხვედრას ვინ ესწრებოდა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

იხილეთ სრული ვერსია