საქართველოს უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნები

წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 232.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34.9 პროცენტით ნაკლებია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2018 წლის წინასწარი მონაცემებით, 49.6 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის“ ცნობით, პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 19.5 პროცენტით, მეორეზე - გაერთიანებული სამეფო -16.5 პროცენტით, ხოლო მესამეზე - ნიდერლანდები 13.6 პროცენტით. კერძოდ, აზერბაიჯანიდან განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 240 მლნ დოლარი; გაერთიანებული სამეფოს მხრიდან - 203.7 მლნ; ხოლო ნიდერლანდების მხრიდან - 167.9 მლნ დოლარი შეადგინა. ამასთან, უმსხვილეს პირდაპირ ინვესტორ 9 ქვეყანას შორის მოხვდნენ ასევე: აშშ - 103.7 მლნ დოლარით; პანამა - 74.7 მლნ; ჩეხეთი - 72.3 მლნ; ჩინეთი - 65.4 მლნ; კორეა - 63.2 მლნ და რუსეთი - 60.1 მლნ დოლარით.