ტურბულენტურ ზონაში მოხვედრისას Turkish Airlines-ის თვითმფრინავის 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ტურბულენტურ ზონაში მოხვედრის შედეგად Turkish Airlines-ის თვითმფრინავის 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ლაინერი ტურბულენტურ ზონაში ნიუ-იორკის ჯონ კენედის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს მოხვდა. დაფრენის შემდეგ სულ მცირე 10 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის არის მცირეწლოვანიც. ერთ-ერთ მგზავრს კი ფეხის მოტეხილობა აქვს.

ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტის წარმომადგენელთა ცნობით, დაახლოებით 30 მგზავრს აეროპორტშივე გაეწია პირველადი დახმარება. „თურქიშ ეარლაინსის“ თვითმფრინავს 326 მგზავრი გადაჰყავდა, ბორტზე ეკიპაჟის 21 წევრი იყო.