ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Tesla Inc მაღაზიების ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით პროდუქციაზე ფასებს 3%-ით ზრდის.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ფასების ზრდა შეეხება უფრო ძვირად ღირებულ მოდელებს, მათ შორის, Model S და Model X-ს, თუმცა ზრდა არ შეეხება ამ დროისთვის კომპანიის წარმოებაში არსებულ ყველაზე დაბალფასიან - 35,000-დოლარიან Model 3-ს.
კომპანიის განცხადებით, ძველი ფასით ყიდვის მსურველებს შეკვეთების გაკეთება 18 მარტამდე შეეძლებათ.
ეს ნაბიჯი მოყვა კომპანიის მხრიდან გასულ თვეს გაკეთებულ განცხადებას, რომ გადადის ავტომობილების ონლაინ გაყიდვებზე, რათა გაყიდვაში შეინარჩუნოს 35,000-დოლარიანი Model 3.