2019 წლის თებერვალში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 1.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0,4 ათასი ტონით მეტია იანვრის მაჩვენებელთან (1,1 ათასი ტონა) შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის თებერვალში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა: ირანიდან - 0,3 ათასი ტონა (20%), თურქეთიდან - 0,2 ათასი ტონა (13,3%), რუსეთიდან - 0,2 ათასი ტონა (13,3), გერმანიიდან - 0,1 ათასი ტონა (6,6%) და უკრაინიდან - 0,07 ათასი ტონა (0,5%).
როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაშია აღნიშნული, 2019 წლის თებერვალში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა 9,0 ათასი ტონა შეადგინა, რაც 4,5 ათასი ტონით აღემატება იანვრის მაჩვენებელს (4,5 ათასი ტონა).
ორგანიზაციის ინფორამციით, 2019 წლის თებერვალში საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან - 4,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 47,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ეგვიპტე - 2,4 ათასი ტონა (26,7%) და თურქეთი - 2,3 ათასი ტონა (25,6%).
„2019 წლის თებერვალში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 7,1 ათასი ტონა, რაც 3,0 ათასი ტონით აღემატება იანვრის მაჩვენებელს (4,1 ათასი ტონა). აქედან იმპორტის 99,9% მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე.
2019 წლის თებერვალში საქართველოში გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 0,7 ათასი ტონა, რაც 0,2 ათასი ტონით მეტია იანვრის მაჩვენებელთან შედარებით (0,5 ათასი ტონა).
2019 წლის თებერვალში საქართველოში გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტის 99,9% განხორციელდა რუსეთიდან“,- ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.