ქუთაისში საქართველოს პარლამენტი 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, ახალი კონსტიტუციის ამოქმედებისთანავე გადავიდა.
საკანონმდებლო ორგანო ქუთაისში 6 წლის განმავლობაში მუშაობდა, 2019 წლიდან კი, კვლავ თბილისში დაბრუნდა. იმ პერიოდში, როდესაც პარლამენტი ქუთაისში ფუნქციონირებდა, საცხოვრებელი ფართით ერთი პარლამენტარის უზრუნველყოფისთვის ბიუჯეტიდან 833.75 ლარი იყო გამოყოფილი. პარლამენტარების თბილისში დაბრუნება სასტუმროს ბიზნესისთვის ყველაზე მტკივნეული აღმოჩნდა...წარმოგიდგენთ "პალიტრავიდეოს" რეპორტაჟს ქუთაისიდან.