რა სანქციები დაეკისრება ანაკლიის კონსორციუმს პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში?

„ხელშეკრულებით ძალიან მძიმე სანქციებია გათვალისწინებული იმ შემთხვევაში, თუ 2020 წლის ბოლოს, 2021 წლის დასაწყისში პირველი გემების მიღებას ვერ შევძლებთ“, - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„ყველაზე დიდი რისკის ქვეშ ჩვენი თანხები დგას. საუბარია, „თიბისი ჰოლდინგის“, არსებული აქციონერების, „კონტი ჯგუფის“, SSA MARINE-ს, ჰოლანდიური კომპანიის თანხებზე, რომლებიც ფულს კაპიტალში დებენ. როგორ ხდება თანხების გასტუმრება? პირველ რიგში უნდა მოვემსახუროთ იმ 400 მლნ დოლარს, რომელიც არის საერთაშორისო საფინანსო კომპანიების მიერ, ეს არის 15 წლიანი სასესხო ვალდებულება; მერე უნდა მოვემსახუროთ 100 მილიონს, რომელიც არის საპარტნიორო ფონდისგან, სახელმწიფოსგან. აი, ამის მერე კი ხდება ჩვენი ფულის გატანა. ამხელა თანხების ინვესტირებას ვაკეთებთ, უზარმაზარ თანხებზეა საუბარი და ჩვენ გვაქვს როგორც ფინანსური, ისე ქვეყნის მიმართ, თუ რეპუტაციული ვალდებულება და მოტივაცია იმისთვის, რომ რასაც ვამბობთ, შევასრულოთ. თუ ვერ შევასრულეთ, როგორც ყველა საინვესტიციო ხელშეკრულებაში, აქაც გათვალისწინებულია შესაბამისი პირობები, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს შეუძლია გამოიყენოს მისი უფლებები,“-განაცხადა ახვლედიანმა.