პრემიერი - „ტავ ჯორჯიას“ და „აირზენას“ საკითხი ორ კერძო კომპანიას შორის დავაა, მაგრამ ბუნებრივია, საქმე ეხება ძალიან სენსიტიურ სექტორს

„ტავ ჯორჯიას“ და „აირზენას“ საკითხი ორ კერძო კომპანიას შორის დავაა. ეკონომიკის სამინისტრო ფარავს სწორედ ამ სექტორს და ისინი არიან აქტიურად ამ საკითხში ჩართულები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პრემიერი აცხადებს, ამოცანაა, რომ საქართველო გახდეს რეგიონალური ცენტრი, რაც მათ შორის, გულისხმობს ავიაგადაზიდვებს, ხოლო მისი რაოდენობის ზრდას სჭირდება მეტი პირდაპირი რეისები.

„რაც შეეხება „ტავ ჯორჯიას“ და „აირზენას“, ეს არის დავა ორ კერძო კომპანიას შორის, მაგრამ ბუნებრივია, საქმე ეხება ძალიან სენსიტიურ სექტორს. იცით, რომ ეკონომიკის სამინისტრო ფარავს სწორედ ამ სექტორს და ისინი არიან აქტიურად ამ საკითხში ჩართულები. მინდა ხაზი გავუსვა ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტს, რომელიც ჩვენს ეკონომიკურ სტრატეგიაში გვაქვს, რომ საქართველო გახდეს რეგიონალური ცენტრი და მათ შორის, ბუნებრივია, ეს გულისხმობს ავიაგადაზიდვებს. მისი რაოდენობის ზრდას სჭირდება მეტი პირდაპირი რეისები. რაც შეეხება კონტრაქტის გადახედვას, არსებობს კონტრაქტი სახელმწიფოსა და კერძო კომპანიას შორის და ეს სხვა მსჯელობის საკითხია, მაგრამ სტრატეგია, რომელიც აქვს შემუშავებული ეკონომიკის სამინისტროს, ვფიქრობ, ყველა კომერციული კომპანიის ინტერესშია, რომელიც ამ ბაზარზე ფუნქციონირებს“,- განაცხადა ბახტაძემ.