2018 წელს ყველაზე მეტი აბონენტი „ჯეოსელზე“დაპორტირდა.
კერძდ, გასულ წელს „ჯეოსელზე“ პორტირებული აბონენტების რაოდენობა 17 713 იყო. კომპანიების მიხედვით, პორტირებული აბონენტების რაოდენობაზე ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს. კომისიის ცნობით, „მაგთიზე“ პორტირებული აბონენტების რაოდენობამ - 17 624; ხოლო „ბილაინზე“ - 13 467 აბონენტი შეადგინა.