სახელმწიფო საგარეო ვალი 14,677 მლრდ ლარზე მეტს შეადგენს

მიმდინარე წლის 28 თებერვლის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 14,677 მილიარდ ლარს (5,448 მილიარდ დოლარს) გადააჭარბა.

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD). კერძოდ, IDA -ს მიმართ ვალი 28 თებერვლის მდგომარეობით 2,830 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს; ADB-ის მიმართ ვალი 3,093 მილიარდ ლარზე მეტია; ხოლო IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 2,397 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს.

თაია არდოტელი