ქუთაისიდან ბრიუსელის მიმართულებით ფრენები 4 აგვისტოდან დაიწყება

ქუთაისის აეროპორტიდან ბელგიის დედაქალაქის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს "ვიზეარი" 4 აგვისტოდან იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში პრემიერმა დააანონსა ქუთაისის აეროპორტიდან ახალი მიმართულებით ფრენების დაწყება. კერძოდ, საუბარია, 6 ახალ ევროპულ მიმართულებაზე. ესენია: ეინდჰოვენი (ამსტერდამი), შარლერუა (ბრიუსელი), ტალინი, კოპენჰაგენი, ბარი და ბაზელი. ფრენების განხორციელება კი აგვსტოდან დაიწყება. ცნობისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიკომპანია Wizz Air-ი ამ ეტაპზე ევროპის 22 მიმართულებით ასრულებს პირდაპირ, რეგულარულ რეისებს.

თაია არდოტელი