საქართველო საინვესტიციო მიმზიდველობის რეიტინგში არ გვხვდება - ამის შესახებ სტატისტიკოსმა, ეკონომიკის ექსპერტმა სოსო არჩვაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
„არსებობს საინვესტიციო მიმზიდველობის რეიტინგი, სადაც საქართველო არ არის შეყვანილი. ამ რეიტინგში არის მათ შორის აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი და ა.შ. ამ რეიტინგის მიხედვით, ყველაზე კარგ მდგომარეობაშია აშშ, მერე შვეიცარია, ყველაზე ცუდ მდგომარეობაში კი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაა. რეიტინგი დგება მათ შორის იმის მიხედვით - თუ რამდენად არის ქვეყანა უცხოელი ინვესტორებისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში საინტერესო; რამდენად სამართლებრივი გარემოა და ა.შ. არა მგონია საქართველო რომ შესულიყო ამ რეიტინგში, ბოლო ადგილს დაიკავებდა, მაგრამ როცა საერთოდ არ არის ჩართული, პროცესების დათვალიერება გარედან გვიხდება, ვფიქრობ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია, რომლის გარეშეც ჩვენი წარმოდგენები რეიტინგებზე იქნება ცალმხრივი და არასრული,“-აღნიშნა არჩვაძემ.