როგორ უმჯობესდება საქართველოში მომსახურების ხარისხი და რატომ გაიზრდა რესტორნებში კერძების ულუფები

სა­ქარ­თვე­ლო მომ­სა­ხუ­რე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხით რომ ვერ ია­მა­ყებს, ახა­ლი ამ­ბა­ვი არაა.

სერ­ვი­სის მიმ­წო­დე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი ამის მი­ზე­ზად სხვა­დას­ხვა ფაქ­ტო­რებს ასა­ხე­ლე­ბენ. თუმ­ცა ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი კონ­ტრო­ლის არ­ქო­ნაა. ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობს კერ­ძო თუ სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რისხს გა­და­ა­მოწ­მებს. თი­თო­ე­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს კონ­ტრო­ლის გარ­კვე­უ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი, თუმ­ცა ისი­ნი ამოწ­მე­ბენ არა უშუ­ა­ლოდ მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რისხს, არა­მედ იმ მი­მარ­თუ­ლე­ბის­თვის სპე­ცი­ფი­კურ სა­კი­თხებს.

ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლის ერთ-ერთ კრი­ტე­რი­უ­მად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს ISO სერ­თი­ფი­ცი­რე­ბა, რომ­ლის მი­ღე­ბაც ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია და რე­ა­ლუ­რად, ბაზ­რის სრულ კონ­ტროლ­სა და მო­ნი­ტო­რინ­გად ვერ ჩა­ით­ვლე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში კომ­პა­ნია „ჰოთ­სე­ილ­მა“ სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­როს კონ­ტრო­ლი და­ი­წყო. ერთი მხრივ, კომ­პა­ნია სა­კუ­თა­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად. მე­ო­რე მხრივ კი, ქვე­ყა­ნა­ში ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბის კონ­ტრო­ლის მექ­ანიზმსაც აყა­ლი­ბებს.

კონ­ტრო­ლი ხორ­ცი­ელ­დე­ბა მომ­ხმა­რებ­ლე­ბის გა­მო­კი­თხვი­სა და მის­ტი­უ­რი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. მომ­სა­ხუ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­როს გა­და­მოწ­მე­ბა ხდე­ბა. ამ დრო­ის­თვის კი რეს­ტორ­ნე­ბი­სა და კაფე-ბა­რე­ბის შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გე­ბი უკვე ცნო­ბი­ლია. ამოწ­მე­ბენ გა­რე­მოს, სამ­ზა­რე­უ­ლოს, სი­სუფ­თა­ვეს, კერ­ძე­ბის ხა­რისხსა და მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის კე­თილ­გან­წყო­ბას. შე­მოწ­მე­ბა გა­სულ წელს და­ი­წყო და შე­მოწ­მდა 75 კვე­ბის ობი­ექ­ტი. მათ­გან 35-ში აღ­მოჩ­ნდა დარ­ღვე­ვე­ბი. ძი­რი­თა­დი დარ­ღვე­ვე­ბი ეხე­ბო­და და­ბა­ლი ხა­რის­ხის სერ­ვის­სა და მცი­რე ზო­მის ულუ­ფებს. კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი ფას­დაკ­ლე­ბის ვა­უ­ჩე­რით მი­სულ მომ­ხმა­რე­ბელს სა­თა­ნა­დო მომ­სა­ხუ­რე­ბას არ უწევ­დნენ. წელს შე­მოწ­მდა 77 კვე­ბის ობი­ექ­ტი და მცი­რე ულუ­ფე­ბის პრობ­ლე­მა აღარ და­ფი­ქის­რე­ბუ­ლა. შე­მოწ­მე­ბუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის 90%-ში არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა აღარ იყო.

„ჰოთ­სე­ი­ლის“ მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის გან­მარ­ტე­ბით, მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბით კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან.

„მო­ნი­ტო­რინ­გმა ძა­ლი­ან კარ­გი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. ჩვენ აღ­მოვ­ფხვე­რით რო­გორც და­ბა­ლი დო­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბის პრობ­ლე­მე­ბი, ისე პარტნი­ო­რი კომ­პა­ნი­ე­ბის­გან ჩვენ­და­მი არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ვა­უ­ჩე­რის წარ­დგე­ნის გა­რე­შე მომ­ხმა­რებ­ლებს ფას­დაკ­ლე­ბულ მომ­სა­ხუ­რე­ბას აღარ უწე­ვენ. მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და ულუ­ფე­ბის მო­ცუ­ლო­ბაც. მე­ო­რე მხრივ, ჩვენ ვეხ­მა­რე­ბით პარტნი­ორ კომ­პა­ნი­ებს და მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხებ­საც ვრთავთ ჩვენს გა­მო­კი­თხვა­ში. მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნი­მე რეს­ტო­რანს კი­თხვე­ბი ჰქონ­და ცო­ცხალ მუ­სი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ჩვენ ამის შე­სა­ხე­ბაც ჩა­ვა­ტა­რეთ კვლე­ვა. სა­ერ­თო ჯამ­ში, ჩვე­ნი მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად მომ­ხმა­რე­ბე­ლი იღებს მა­ღა­ლი დო­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბას, კომ­პა­ნი­ე­ბი ატა­რე­ბენ სა­კუ­თა­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის გარ­კვე­ულ კვლე­ვას და სა­ერ­თო ჯამ­ში, ქვე­ყა­ნა­ში მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხი უმ­ჯო­ბეს­დე­ბა,“ - გან­მარ­ტავს კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი.

„ჰოთ­სე­ილ­მა“ ამ ეტაპ­ზე კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გე­ბი გა­ა­სა­ჯა­რო­ვა, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში კი იგი­ვე ინ­ფორ­მა­ცია მომ­სა­ხუ­რე­ბის სხვა სფე­რო­ებ­შიც ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა.