იტალიურ-ამერიკული სააავტომობილო კონცერნი Fiat Chrysler-ი 900 000 დიზელისძრავიან ავტომობილს გაიწვევს. ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც კომპანია გამონაბოლქვის მონაცემების გაყალბებაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
გაწვევის შედეგად მოხდება 862,650 ავტომობილისთვის კატალიზატორის ნეიტრალიზატორის დეტალის შეცვლა. ის ეტაპობრივად განხორცილდება წლის ბოლომდე. გაწვევას ექვემდებარება Jeep, Dodge და Chrysler-ის ბრენდის ყველა დიზელისძრავიანი ავტომობილი, რომელთა წარმოება მოხდა 2011-2016 წლების განმავლობაში.
10 იანვარს Fiat Chrysler-ი დათანხმდა გადაიხადოს 700 მილიონი დოლარი სასამართლო პროცესების დარეგულირებისთვის. საჩივრები კომპანიის წინააღმდეგ შეიტანეს აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ და ცალკეულმა ავტომფლობელებმა, რომლებიც კომპანიას მიზანმიმართულად გამოსაბოლქვ სისტემაში მონაცემების გამყალბებელი ჩიპების დამონტაჟებაში სდებენ ბრალს.