აზერბაიჯანული ნავთობი გაძვირდა

ნავთობის ბაზარზე აზერბაიჯანული წარმომავლობის ნავთობზე, უფრო ზუსტად კი აზერი-ჩირაგ-გიუნაშლის კომპლექსზე მოპოვებული ნავთობის ფასი საგრძნობლად გაიზარდა.

საერთაშორისო სავაჭრო ტერმინალის FOB-ის ბაზაზე შექმნილი თურქეთის პორტის ჯეიჰანის მონაცემებით, 13 მარტს Azeri Light-ის ფასი 1 ბარელი 68,59 დოლარს შეადგენს, რაც 0,65 დოლარით მეტია წინა ფასზე. აზერბაიჯანში Azeri Light-ს 1997 წლიდან მოიპოვებენ, ექსპორტზე კი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-სუფსის ნავთობსადენით გააქვს. ასევე ნავთობის გატანაში ჩართულია ბათუმის პორტიც. ამას გარდა, აზერბაიჯანი URALS-ის ტიპის ნავთობს ნოვოსიბირსკის პორტიდან ყიდის. ამ ტიპის ნავთობის ფასი 1 ბარელი 66,13 დოლარია, რაც 0,6 დოლარით მეტია წინა მაჩვენებელზე.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ