29-31 მარტს “ღვინის ქარხანაში” თბილისის ღამის ეკონომიკის პროექტის და თბილისის სტარტაპ-ბიუროს ორგანიზებით, რომლის თანადამფუძნებლები გური ქოიავა და ჰაი ასრიანცი არიან".
რას გულისხმობს ის და ვის შეუძლია ჰაკათონში მონაწილეობის მიღება? Night Lab “თბილისის სტარტაპ-ბიუროს” მიერ ორგანიზებული ინოვაციების ხელშემწყობი რეგულარული საჯარო ღონისძიებების კიდევ ერთი სერიაა, რომლის ფარგლებშიც პროგრამისტები, კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები, ანტერპრენერები ან უბრალოდ, კრეატიული ადამიანები იკრიბებიან, იდეის ან ბიზნეს-მოდელის გენერირებას ახორციელებენ.
აღსანიშნავია, რომ Night Lab-ში მონაწილეობა ნებისმიერი უნარებისა და გამოცდილების მსურველს შეუძლია, თუ ფიქრობთ, რომ ინოვაციური და უნიკალური იდეები გაქვთ და მათი რეალობად ქცევა გსურთ, Night Lab-ი ამის საშუალებას გაძლევთ. ჰაკათონი 48 საათს მოიცავს. ამ დროის განმავლობაში გუნდური მუშაობის შედეგად და კომპეტენტური მენტორების ზედამხედველობის პირობებში შექმნან ციფრული სერვისები, პროდუქტის პროტოტიპები, აპლიაკია/ვებგვერდები, მოწყობილობები ან მონაცემების მოძიებისა და ვიზუალიზაციის საშუალებები, რომლებიც ღამის ეკონომიკის გაძლიერებისთვის რელევანტურია.
პროექტებს სპეციალურად შერჩეული კომპეტენტური ჟიური შეაფასებს. რაც ყველაზე მთავარია, გამარჯვებულები მიიღებენ სპეციალურ ჯილდოებს: 1-ლი ადგილი - 3000 ლარი, მე-2 ადგილი - 2000 ლარი; მე-3 ადგილი - 1000 ლარი. რა ევალებათ ჰაკათონის მონაწილეებს? მათ უნდა მოიფიქრონ, როგორ გადაჭრან დასაქმების პრობლემა. უფრო კონკრეტულად, როგორ დააკავშირონ ერთმანეთთან დამსაქმებლები და ისინი, ვინც ღამის სამსახურს ეძებს.
როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, გარემოს ხმაურით დაბინძურება ხმამაღალი მუსიკა ბარებში, რესტორნებსა და კლუბებში სულ უფრო მეტ დისკომფორტსა და საშიშროებას უქმნის თბილისის “ტურისტული უბნების” მცხოვრებლებსა და მათ ჯანმრთელობას.
“ზოგიერთ ადგილზე მუსიკა იმდენად ხმამაღალია, დაწესებულებების მომხმარებლების ან სასტუმროებში მყოფთა გაღიზიანებას იწვევს. როგორ შეგიძლიათ, შეაგროვოთ, გაანალიზოთ და ვიზუალურად გამოსახოთ მონაცემები თბილისის ხმაურით დაბინძურების შესახებ? როგორ შეძლებს ქალაქის მუნიციპალურ სამსახურებს აღნიშნულ პრობლემასთან ეფექტურად გამკლავებაში დაეხმაროს?”,- აღნიშნავენ ორგანიზატორები.
კიდევ ერთი დავალება დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას, ტრანსპორტს ეხება. უფრო კონკრეტულად, ღამის ეკონომიკა ტრანსპორტის განვითარებასაც მოითხოვს, ამიტომ ორგანიზატორები დაინტერესებულები არიან, როგორ შეგიძლიათ, შეაგროვოთ, გააანალიზოთ და ვიზუალურად გამოსახოთ მონაცემები თბილისის ეკონომიკურად აქტიური უბნების შესახებ და როგორ დაეხმარება თქვენი პროდუქტი ქალაქის მუნიციპალურ სამსახურებს ტრანსპორტის უკეთესი მარშრუტების დაგეგმვაში?
ორგანიზატორებს კიდევ ერთი დავალება აქვთ:
“ტურიზმი, ღამის ცხოვრება და კულტურა თბილისის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი ხდება. მუსიკალური ფესტივალები, კინოჩვენებები, ფოტოგამოფენები, არტინსტალაციები, მუზეუმები და გალერეები - ეს იმ კულტურული აქტოვობების არასრული ჩამონათვალია, რაც თბილისის ღამის საათებში ხდება. განავითარეთ აპლიკაცია ან ვებგვერდი, რომელიც თბილისის ღამის ცხოვრების აქტივობებს ერთ ადგილზე მოუყრის თავს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის. როგორ შეიძლება, თქვენი პროდუქტი დედაქალაქის სტუმრებს დაეხმაროს, აღმოაჩინონ და სრულიად ისიამოვნონ თბილისის ღამის ცხოვრებით?”, - აღნიშნავენ ორგანიზატორები.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზატორები თემის შერჩევაში არც თქვენ გზღუდავენ და შეგიძლიათ, არსებული პრობლემების საინტერესო გადაჭრის გზები იპოვნოთ. ჰაკათონზე რეგიტრაციის ვადა 20 მარტამდეა და მასში მონაწილეობის მიღება მხოლოდ სრულწლოვან პირებს შეუძლიათ.
შერჩეულ მონაწილეებს კი ორგანიზატორები 21 მარტს დაასახელებენ. პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, “სპარკი”, “ორიენტ ლოჯიკი”, Grant Thornton Georgia, “ედისონი”, Dunkin’ Donuts და Wendy’s Georgia. ასევე, ჰაკათონის მთავარი მედია პარტნიორია 4U.ge. ინფოსესიების განრიგის შესახებ ინფორმაციის მიღება შემდეგ ბმულზეა შესაძლებელი:
ინფოსესიები:
14 მარტს, 15:00-15:30, Terminal • ტერმინალი
აბაშიძის 34
14 მარტს, 17:00-17:30, UG Startup Factory
კოსტავას 77, #116 აუდიტორია
15 მარტს, 16:00-16:30, Impact Hub Tbilisi
ნინოშვილის 8
16 მარტს, 18:00-18:30, კავკასიის უნივერსიტეტი - Caucasus University
პაატა სააკაძის 1
17 მარტს, 14:30-15:00, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა - National Science Library of Georgia
ალექსიძის 1/4
18 მარტს, 13:00-13:30, BTU • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
ჭავჭავაძის გამზირი 82
18 მარტს, 17:00-17:30, ტექნოპარკი საქართველო • Tech Park Georgia
ინოვაციების 7
შერჩეული მონაწილეების ანონსი, მოხდება 21 მარტს.