Bloomberg: შოთა შალელაშვილს "ქართუ ბანკის" ყიდვა 270 მლნ დოლარად სურდა

2014 წელს შალელაშვილს მილიარდერი ბიძინა ივანიშვილისგან 270 მილიონ დოლარად ქართუ ბანკის ყიდვა სურდა - ნათქვამია Bloomberg-ის სტატიაში, რომელიც გამოცემამ შოთა შალელაშვილსა და მის შვილს გარი შალონს მიუძღვნა.

გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გარიგებაზე უარი თქვა.

„შოთა შალელაშვილი საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში დაიბადა და ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა. მას ახლა აქვს საქართველოს, რუსეთისა და ისრაელის მოქალაქეობა. და როგორც წინა ინტერვიუში განაცხადა, თავისი ქონების დიდი ნაწილი რუსეთსა და აფრიკაში ბიზნესის კეთებისას შეიძინა. 2014 წელს შალელაშვილს მილიარდერი ბიძინა ივანიშვილისგან 270 მილიონ დოლარად ქართუ ბანკის ყიდვა სურდა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გარიგებაზე უარი განაცხადა,“- ნათქვამია Bloomberg-ის სტატიაში. სტატიის მიხედვით, შალელაშვილის შვილი გარი შალონი 2015 წლის ივლისში თელ ავივში, მის საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მისი ექსტრადირება ამერიკის შეერთებულ შტატებში 2016 წელს მოხდა. Bloomberg-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს სწორედ ის წელია, როდესაც შოთა შალელაშვილი საქართველოში დაბრუნდა და საქართველოს პარლამენტში დეპუტატის მანდატი ბიძინა ივანიშვილის პარტია ქართული ოცნების წევრის სტატუსით მოიპოვა.