16 მილიონ ლარზე მეტი მოგება და 2 მილიონი მოგებული ბილეთი - საქართველოს ეროვნული ლატარია 1 წლისაა!

საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ ოპერირება ზუსტად ერთი წლის წინათ, 2018 წლის 17 მარტს დაიწყო. ეროვნული ლატარიის ცნობით, ერთი წლის განმავლობაში კომპანიამ მოგების სახით უპრეცედენტოდ დიდი თანხა - 16 მილიონ ლარზე მეტი გასცა, ხოლო მოგებულია 2 მილიონ ლარზე მეტი ბილეთი.

"კომპანიამ ბაზარზე შემოსვლისას მომხმარებელს ტირაჟიანი „ლოტო 6/36“ და სამი მომენტალური თამაში „ფარაონი“, „შვიდიანი“ და „ოქროს საწმისი“ შესთავაზა, თუმცა, განვითარების სტრატეგიიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი გახადა ლატარიის პროდუქტები. ამ დროისთვის კომპანია მომხმარებელს უკვე სთავაზობს:

  • „ლოტო 6/36“-ს
  • ლოტო „5/35 - ოქროს ბურთს“
  • 6 მომენტალურ ლატარიას, საპრიზო ფონდით 23 173 724 ლარი: „ფარაონი“, „სამი შანსი“, „შვიდიანი“, „ჯოკერი“, „საახალწლო“ და „ოქროს საწმისი“
  • 17 ონლაინ მომენტალურ ლატარიას: „ფარაონთა საგანძური“, „აკვარიუმი“, „არაბესკა“, „საახალწლო საჩუქრები“, „ველური დასავლეთი“, „პირამიდა“, „ჩაძირობანა“, „განგსტერები“, „სუპერ 7“, „კალათბურთი“, „ფეხბურთი“, „ჰოკეი“, „იღბლიანი 7“, „სამეფო საგანძური“, „ოქროს ბანკი“, „ვეგასი“ და „იღბლიანი ბორბალი“

საქართველოს ეროვნული ლატარია მომავალშიც გააგრძელებს ახალი პროდუქტების დანერგვას და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდას. ამ დროისთვის საქართველოს ეროვნული ლატარიის პროდუქტების შეძენა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით ლოტოს დაბრენდილ ჯიხურებში, ლატარიის სერვისცენტრებში, საქართველოს ფოსტის მომსახურების ცენტრებში, ჰიპერმარკეტ „გუდვილისა“ და „ავერსის“ ქსელში, „ნუგეშის“ მაღაზიებში. და ასევე, ონლაინ www.lotto.ge-ზე;

ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოგების სახით, 16 მილიონ ლარზე მეტი გასცა, აქედან „ლოტო 6/36“-ში ჯეკპოტი ორჯერ გათამაშდა - 857 007 და 547 235 ლარის ოდენობით, ტირაჟიან ლატარიაში მთლიანობაში მოგებად გაცემულია 3 473 390 ლარი, ხოლო მომენტალურ ლატარიაში - 12 605 000 ლარი.

მოღვაწეობის ერთი წლის მანძილზე საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ არაერთი სოციალური პროექტი განახორციელა განათლებისა და სპორტის მიმართულებით, ასევე, დაეხმარა მრავალ შეჭირვებულ ოჯახს. ლატარიის ბილეთების შეძენით მომხმარებელი თავად ხდება ქველმოქმედების მონაწილე, რადგან რეალიზებული პროდუქტებიდან შემოსული თანხის ნაწილი სწორედ იმ ადამიანების კეთილდღეობისკენ არის მიმართული, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

საქართველოს ეროვნული ლატარიის მიზანია, ლატარია აქციოს საერთო სახალხო თამაშად, რაც შეიძლება მეტ ადამიანს აგრძნობინოს მოგების სიხარული, მოგება ხომ შეუძლია ყველას, ხოლო იგებს ის, ვინც თამაშობს",-ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.