Menu.ge-ს ორგანიზებით, საოკუპაციო ხაზიდან 1 კილომეტრის დაშორებით, რაგბის ჩვენება გაიმართა

კომპანია Menu.ge-სა და მოხალისეების ორგანიზებით, შიდა ქართლში, სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზიდან ერთი კილომეტრის დაშორებით, რაგბის ჩვენება გაიმართა.

საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებს შორის რაგბის ევროპის ჩემპიონატის მატჩის სანახავად ქართველი გულშემატკივრები სოფელ ატოცში ჩავიდნენ. შეხვედრის ჩვენება სოფლის ერთ-ერთი მცხოვრების ეზოში დამონტაჟებულ ეკრანზე გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში კომპანია Menu.ge -მ ადგილობრივ მოსახლეობას Pizza Di Roma-ს პიცა და გამაგრილებელი სასმელი ჩაუტანა. როგორც Bpn.ge-ს კომპანიაში განუცხადეს, მოხალისეების გადაადგილება ავტობუსით და Menu.ge-ს კურიერების ავტომობილებით განხორციელდა.

„საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი იმ ხალხის მდგომარეობა, ვინც საოკუპაციო ხაზის პირას ცხოვრობს. მოხალისეების იდეა, იმავე დღეს ავიტაცეთ და აქციაში ჩართვა გადავწყვიტეთ. ვეცადეთ, რომ ეს დღე ადგილობრივი მოსახლეობისთვის გაგვეხალისებინა. სამომავლოდ, ვგეგმავთ, რომ მოსახლეობის მხარდამჭერ აქტივობებში უფრო მეტად ჩავერთოთ”- აღნიშნა Menu.ge-ს წარმომადგენელმა.

ჩვენებით კმაყოფილი დარჩა ჩვენების იდეის ავტორი ჯასა ხუციშვილიც:

„ქართული კომპანიების მხრიდან მსგავსი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი იქნება თუ Menu.ge-სა და Pizza Di Roma-ს მაგალითს სხვა კომპანიებიც მიბაძავენ”- განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ რაგბის მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის გუშინ, 17 მარტს გაიმართა. "ბორჯღალოსნებმა" რუსეთის ნაკრები საკუთარ მოედანზე ანგარიშით 22:3 დაამარცხეს.

R