„მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 84,6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 6,1 ათასი ტონით აღემატება იანვრის მაჩვენებელს. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2019 წლის თებერვალში ბენზინის საწვავის იმპორტმა 45,8 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 38,8 ათასი ტონა.
რაც შეეხება საწვავს კატეგორიების მიხედვით, 2019 წლის თებერვალში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 30,0 ათასი ტონა (65,6%), A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 15,6 ათასი ტონა (34,1%), A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 0,06 ათასი ტონა (0,1%).
„ქვეყნების მიხედვით 2019 წლის თებერვალში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 30,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 36,0%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 20,9 ათასი ტონა (24,7%), აზერბაიჯანი - 15,8 ათასი ტონა (18,8%), ბულგარეთი - 8,9 ათასი ტონა (10,4%), საბერძნეთი - 3,9 ათასი ტონა (4,5%), თუქმენეთი - 4,8 ათასი ტონა (5,6%)“,- ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.