Marriott 2021 წლამდე 1700 სასტუმროს გახსნის

სასტუმროების ქსელმა Marriott International Inc-მა ახალი 3-წლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა. ამ გეგმის მიხედვით, 2012 წლამდე კომპანია მსოფლიო მასშტაბით 1700 ახალ სასტუმროს გახსნის. ასევე, კომპანია აქციონერებისთვის 11 მილიარდი დოლარის დაბრუნებას გეგმავს“ - წერს „როიტერსი“.

Marriott-ი, რომელიც ამავდროულად არის ისეთი ბრენდების მფლობელი როგორებიცაა Ritz-Carlton და St. Regis და სხვა, აპირებს მომდევნო სამი წლის განმავლობაში სასტუმროების ქსელში 275-295 ათასი ნომრის დამატებას, რაც მას დამატებით 400 მილიონ დოლარს მოუტანს, ხოლო დასტაბილიზირების შემდეგ 700 მილიონს.

ამ სამი წლის განმავლობაში კომპანია აპირებს აქციონერებისგან ამოისყიდოს 1,9-3 მილიარდი დოლარის დივიდენდები და 7,6-9 მილიარდის ღირებულების აქციები.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს კომპანიამ ვერ გაამართლა „უოლ სტრიტის“ მოლოდინები მოგებასთან დაკავშირებით, 2018 წელს კომპანიამ საპროგნოზო მაჩვენებელზე ნაკლები მოგება მიიღო. ეს კომპანიაში ჩრდილოეთ ამერიკაში სასტუმროებზე მოთხოვნის კლებით ახსნეს, ჩრდილოეთ ამერიკა კი ამ ქსელის უმსხვილესი ბაზარია.

კოკა კვირკველია