აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიწვევით აჭარაში უკრაინელი ბლოგერები და ჟურნალისტები იმყოფებიან.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, მედიატურის ფარგლებში ისინი ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, მტირალას ეროვნულ პარკსა და კურორტ გოდერძის დაათვალიერებენ. ჟურნალისტები ასევე ეწვევიან ქედის მუნიციპალიტეტს, სადაც ადგილობრივ სამზარეულოსა და ღვინოს დააგემოვნებენ.
„მედიატურის შედეგად, რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიები და ბლოგები უკრაინის წამყვან მედიაპლატფორმებზე ერთი თვის განმავლობაში გამოქვეყნდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტები რეგიონს წლის განმავლობაში ხშირად სტუმრობენ. 2018 წელს, რეგიონის ტურისტულ პოტენციალს ჯამში 963 ჟურნალისტი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი გაეცნო. მათ შორის მედია-ინფოტურები ჩატარდა უკრაინიდან, საიდანაც რეგიონს 2018 წელს 44%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა“, - ნათქვამია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.